FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  7

საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება. ეროვნული ბანკია უფლებამოსილი, კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია. მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:
    ა) კომერციული ბანკის თხოვნა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;
    ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ  კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა;
    გ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა;
    დ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 12 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა, ხოლო მოქმედი კომერციული ბანკის მიერ საქმიანობის 6 თვეზე მეტი ხნით შეწყვეტა;
    ე) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ბიზნესგეგმიდან და  ბიზნესსტრატეგიიდან მნიშვნელოვანი გადახვევა ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად;
    ვ) კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა, მიერთება ან გამოყოფა;
    ზ) ეროვნული ბანკის  მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის არარსებობა, ან ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კრედიტორების ნდობის დაკარგვა, ან მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობა;
    თ) კომერციული ბანკის აქციონერების გადაწყვეტილება კომერციული ბანკის გაუქმების ან ლიკვიდაციის შესახებ;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  7

ი) კომერციული ბანკის რისკების მართვის სუსტი მოდელი, მისი ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კომერციული ბანკის დეპოზიტარებს ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობას ან საფრთხე შეუქმნას საბანკო სისტემის სტაბილურ და ეფექტურ ფუნქციონირებას;
    კ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის სუსტი მაჩვენებლებითა და საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით ან სხვაგვარად;
    ლ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა; ლ-1) კომერციული ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენების ან იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროება; ლ-1 მუხლით განსაზღვრული ადრეული ინტერვენციის ზომის უშედეგოდ გამოყენება;
    მ) კომერციული ბანკის ჯგუფის სტრუქტურის სირთულე ან/და არაგამჭვირვალობა, რაც აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  7

ნ) კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელიც საფრთხეს უქმნის კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას;
    ო) სასამართლოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
    პ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობა; პ-1) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის უშედეგოდ დასრულება;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  7

ჟ) უცხოური ბანკის ფილიალის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა, ან შემთხვევა, როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, უცხოური ბანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის ფილიალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ ხდება ან გონივრულ ვადაში არ მოხდება რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საკმარისი არ იქნება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შემოღებულ რეზოლუციის რეჟიმში ან გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საქართველოში არსებული უცხოური ბანკის ფილიალის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება;
    რ) პირობითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, პირობითი ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნების/შეზღუდვების შეუსრულებლობა.