Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ article 21 სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვა. 1. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. სამსახურის მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. 2. სამსახურის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ხელფასი მოიცავს სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 21. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. სამსახურის მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. სამსახურის მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ article 21 4. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 5. ამ მუხლის მე- 4 პუნქტი არ ვრცელდება სამსახურის მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლდა ამ კანონის მე-16 მუხლის „ე“, „ ი“, „კ“ ან/ და „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 6. სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი) ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან. 7. ზიანი, რომელიც მიადგა სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ზიანი, რომელიც საზღვარგარეთ მიადგა სამსახურის მოსამსახურის ოჯახის წევრს და დაკავშირებულია სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის საზღვარგარეთ შესრულებასთან, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ article 21 9. სამსახურის მოსამსახურეს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში. [მუხლი 21. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. |