Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 51 საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები. 1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვის გაცემას ექვემდებარება საქმიანობის შემდეგი სახეები: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ბ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა; გ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა; დ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა; ე) საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა (დადგენილი კვოტის ზევით). 2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების შეზღუდული რაოდენობის მოტივით, გარდა შემდეგი ნებართვებისა: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა; ბ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა. 3. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. 4. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, დადგენილი წესით განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა. |
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 51 5. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (დადგენილი კვოტის ზევით) უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს, ერთჯერადად განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით. |