Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 50 მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა. 1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონვენციის შესაბამისად. STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალკეული კატეგორიების მეზღვაურებისათვის შეიძლება განისაზღვროს სამედიცინო მოწმობის მოქმედების განსხვავებული ვადები. 2. დასაშვებია მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელება. თუ მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის განმავლობაში ამოიწურა, ეს მოწმობა ძალაში დარჩება მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება, უფლებამოსილი ექიმისგან მეზღვაურის ახალი სამედიცინო მოწმობა მიიღოს. 3. სააგენტოს უფლება აქვს, გადაუდებელ შემთხვევაში დაუშვას მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობის არმქონე მეზღვაური სამუშაოზე მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე. |