FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პენიტენციური კოდექსი

article  73

დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს:
    ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;
    ბ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში ჰქონდეს დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო და საშუალება;
    გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
    დ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მოითხოვოს მის განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს ისინი;
    ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.