Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 10 დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა. 1. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და რომელიც გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, ამ მუხლითა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ დავაზე, რომელსაც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არბიტრაჟი განიხილავს. 3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავას განიხილავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო. 4. გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შესაბამის შეტყობინებას უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნული დავის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 10 5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება მხარისთვის მისი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო მისი წარმოებაში მიღების შემთხვევაში − 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა. 6. სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება მხარისთვის მისი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გასაჩივრდეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო მისი წარმოებაში მიღების შემთხვევაში − 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა. |