Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 2 უ) კონვენცია − შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია“ (შესწორებული); ფ) MLC კოდექსი − კონვენციის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით; ქ) STCW კონვენცია − „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით; ღ) STCW კოდექსი − „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით; ყ) ინსპექტორი − სააგენტოს თანამშრომელი ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს უფლება, შეამოწმოს გემზე არსებული სამუშაო პირობები და აიღოს პასუხისმგებლობა სააგენტოს წინაშე; შ) რეპატრიაცია − მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილზე ან/და მეზღვაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე მისი უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. 2. ამ კანონის მიზნებისთვის კონვენცია, MLC კოდექსი, STCW კოდექსი გამოიყენება განახლებული რედაქციით. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომპეტენტური ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; გ) მეზღვაური − პირი, რომელიც გემზე დასაქმებულია ნებისმიერ თანამდებობაზე, ან გემზე დასაქმებული სხვა პირი, რომლის რეგულარული სამუშაო ადგილი გემია. ამ კანონის მიზნებისთვის მეზღვაურებად არ მიიჩნევიან საქართველოს დროშით მცურავ გემზე მყოფი შემდეგი პირები: გ.ა) ლოცმანი; გ.ბ) ნავსადგურის თანამშრომელი; გ.გ) დროშის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი და სურვეიერი; გ.დ) სუპერინტენდანტი; გ.ე) დროებით მოწვეული ანიმატორი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 72 საათს არ აღემატება; გ.ვ) სარემონტო სამუშაოს შესასრულებლად მოწვეული ტექნიკური პერსონალის წევრი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 96 საათს არ აღემატება; გ.ზ) გემზე დროებით მომუშავე, საზღვაო კვლევაში მონაწილე პირი; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 2 დ) გემთმფლობელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის გემის მესაკუთრე, ან სხვა პირი, კერძოდ, გემის მენეჯერი, აგენტი ან ბერბოუტ-ჩარტერერი, რომელსაც გემის მართვის უფლება გემის მესაკუთრისგან აქვს მიღებული და რომელიც ამ პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა კონვენციით გემთმფლობელისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასა და პასუხისმგებლობის აღებას, მიუხედავად იმისა, სხვა ორგანიზაცია ან პირი გემთმფლობელის სახელით ასრულებს თუ არა გარკვეულ ვალდებულებას ან აღებული აქვს თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა; ე) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი − ნებისმიერი პირი, რომელიც გემთმფლობელის სახელით ან მის სასარგებლოდ ჩართულია მეზღვაურთა დასაქმების პროცესში; ვ) სოციალური პარტნიორები − საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი გემთმფლობელებისა და საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების წარმომადგენლები; ზ) გემი − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეიძლება ზღვაზე ტრანსპორტირებისთვის იქნეს გამოყენებული; თ) ქართული გემი − გემი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 2 ი) საერთო ტევადობა − გემის საერთო ტონაჟი, რომელიც განსაზღვრულია „ხომალდების გაზომვის შესახებ“ (TONNAGE 69) საერთაშორისო კონვენციით; კ) დასვენების საათები − არასამუშაო საათები, რომლებიც არ მოიცავს არაუმეტეს 15-წუთიან შესვენებას; ლ) სამუშაო საათები − საათები, რომელთა განმავლობაშიც მეზღვაური ვალდებულია გემზე შეასრულოს სამუშაო თავისი ფუნქციებიდან და მოვალეობებიდან გამომდინარე; მ) ღამის ცვლაში მუშაობა − მუშაობა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე (გემის ადგილსამყოფლის დროის მიხედვით) სამუშაო დროის განმავლობაში; ნ) საბაზისო ხელფასი − ნორმირებული სამუშაო საათების განმავლობაში შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გადასახდელი თანხა, მიუხედავად მისი სტრუქტურისა. საბაზისო ხელფასში არ შედის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ბონუსები, შეღავათები, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება ან ნებისმიერი სხვა, დამატებითი ანაზღაურება; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 2 ო) კონსოლიდირებული ხელფასი − ხელფასი, რომელიც მოიცავს საბაზისო ხელფასსა და სხვა გადასახდელ სარგებელს. კონსოლიდირებული ხელფასი შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვე კომპენსაციას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის და აღნიშნული სამუშაოდან გამომდინარე სხვა გადასახდელ სარგებელს. კონსოლიდირებული ხელფასი მისი ნაწილობრივი კონსოლიდირებისთვის შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ გარკვეული სახის სარგებელს; პ) საჩივარი − ნებისმიერი საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია გემის უსაფრთხოებასთან, გემის ეკიპაჟის უსაფრთხოებასთან ან ჯანმრთელობასთან. საჩივარი შესაძლებელია წარადგინოს გემის ეკიპაჟის წევრმა, პროფესიულმა კავშირმა ან ნებისმიერმა სხვა პირმა; ჟ) თავშესაფარი − უამინდობის დროს ან ნაოსნობისთვის არახელსაყრელ სხვა პირობებში გემის უსაფრთხოდ გაჩერების ადგილი, სადაც შესაძლებელია გემზე მყოფი ყველა მეზღვაური და მგზავრი ნაპირზე უსაფრთხოდ იქნეს გადასხმული; რ) მეჩხერი წყლები − საქართველოს ნავსადგურის შიდა აკვატორია, აგრეთვე თავშესაფრის მომიჯნავე ნებისმიერი, 5 საზღვაო მილი საზღვაო სივრცე; ს) მეკობრეობა − ტერმინი, რომელსაც აქვს გაეროს 1982 წლის „საზღვაო სამართლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა; ტ) გემზე შეიარაღებული ძარცვა − ტერმინი, რომელსაც აქვს კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა; |