Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 173 საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება. 1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში/რეექსპორტის დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში სავალდებულოდ შესატანი საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 173 საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება. . 1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში სავალდებულოდ შესატანი საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა იწვევს იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას. 2. თუ საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. |