FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კულტურის შესახებ

article  19

მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში.
1. კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
    ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო კულტურული პოლიტიკის განხორციელება;
    ბ) კულტურის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირება;
    გ) სახელმწიფო კულტურული პროგრამების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება აღნიშნული კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;
    დ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
    ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა;
    ვ) მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა; ზ)  არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
    თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენობებზე, სხვა ნაგებობებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება;
    ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.
კულტურის შესახებ

article  19

2. საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შეთანხმებით.