Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 369 1. საქართველოს იურიდიული პირების მიმართ განსაზღვრულია სარჩელის ხანდაზმულობის ორწლიანი, ხოლო ფიზიკური პირების მიმართ – სამწლიანი ვადა. ეს ვადა აითვლება: ა) ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისათვის – ტვირთის გაცემის დღიდან, ხოლო თუ ტვირთი არ გაცემულა – იმ დღიდან, როცა იგი უნდა გაეცათ; ბ) ტვირთის გადაზიდვიდან გამომდინარე ჯარიმის ან პრემიის გადახდის მოთხოვნისას – იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც დაიწყო ან უნდა დაწყებულიყო გადაზიდვა. სტალიურ დროზე მეტი ხნით დაყოვნებისათვის ჯარიმის დარიცხვის მოთხოვნისას – იმ დღიდან, როცა გამგზავნმა ტვირთის გადამზიდავისაგან მიიღო ფულადი გადასახადის მოთხოვნის ასლი (ანგარიში) ჯარიმის დარიცხვის შესახებ; გ) გემის დროებით დაქირავების (დაფრახტვის), ბერბოუტ–ჩარტერის, გემის იპოთეკის, საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებთან, გემის კაპიტნის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში განხორციელებულ გარიგებისა და სალოცმანო მომსახურების, ასევე ამ კოდექსის 304-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით – გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან; დ) (ამოღებულია - 17.09.2019, №4944); ე) (ამოღებულია - 17.09.2019, №4944); ვ) გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე – შეჯახების დღიდან; |
საზღვაო კოდექსი article 369 ზ) ზღვაზე გადარჩენისათვის ჯილდოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე – მაშველი სამუშაოების დამთავრების დღიდან; თ) საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე – გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პრეტენზია ტვირთის გადამტანს შეიძლება წაუყენონ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. 3. ტვირთის გადამტანი ვალდებულია განიხილოს წაყენებული პრეტენზია და მისი დაკმაყოფილების ან აცილების შესახებ აცნობოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში. 4. ტვირთის გადამტანისათვის პრეტენზიის წარდგენის დღიდან ხდება სარჩელის ხანდაზმულობის დროის შეჩერება პრეტენზიაზე პასუხის მიღებამდე ან პასუხის მიღების ვადის ამოწურვამდე. 5. მგზავრის გარდაცვალებით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ანდა მისი ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნისთვის სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხები განისაზღვრება „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციით დადგენილი წესით. |