Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 59 სესხის გაცემის საფუძველი. 1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა და მისი კონტროლი ხორციელდება ამ თავით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად. სესხის გაცემასთან, სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლთან და სესხის დაფარვის შესრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. ამ თავის ნორმები არ ვრცელდება: ა) უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გასაცემ სესხებზე; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე გასაცემ სესხებზე; გ) ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემულ სესხებზე, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაცემულ სესხზე, რომლის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით. 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელშიც უნდა განისაზღვროს: ა) სესხის მიზნობრიობა; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 59 ბ) სესხის გაცემის წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, საბიუჯეტო დაწესებულების ასიგნება ან/და სხვა); გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და გამონაკლისი შემთხვევა; დ) სესხის გამცემი, სესხის გამომყოფი, სესხის მიმღები, კონტროლის განმახორციელებელი და სესხის ხელშეკრულების მონაწილე სხვა მხარეები; ე) სესხის ოდენობა; ვ) სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი; ზ) სესხით სარგებლობის და სესხის დაბრუნების ვადები. 4. განკარგულებით შესაძლებელია განისაზღვროს ასევე სხვა პირობები, რომლებიც აუცილებელია სესხის გაცემისა და დაბრუნებისათვის, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენებისათვის. |