Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ნორმატიული აქტების შესახებ article 16 6. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა.შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია. 61. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტი, რომელიც შედგება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ცხრილისა და ტექსტური ნაწილისგან, შესაძლებელია მიღებულ (გამოცემულ) იქნეს ნორმატიული აქტის ძირითადი ნაწილის სახით. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 16 7. ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად (კოდექსში – ნაწილებად), ხოლო პუნქტი – ქვეპუნქტებად; საჭიროების შემთხვევაში ქვეპუნქტი შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე ქვეპუნქტად. მუხლები შინაარსობრივი სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება დაჯგუფდეს თავებად. თავები შესაძლებელია გაერთიანდეს კარებად (კოდექსში – წიგნებად). კარს (წიგნს) და თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა. 8. კარების (წიგნების), თავების, მუხლების და პუნქტების (ნაწილების) ნუმერაცია, ასევე ქვეპუნქტების ანბანური თანამიმდევრობა უწყვეტია. კარების (წიგნების) და თავების ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები, ხოლო მუხლების და პუნქტების ნუმერაციისას – არაბული ციფრები. ქვეპუნქტების თანამიმდევრობა ქართული ანბანის ასოებით აღინიშნება. 8-1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტის მუხლების შემდგომი დაყოფა შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სტრუქტურითა და ნუმერაციით. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 16 9. ნორმატიულ აქტში სხვა ნორმატიული აქტის მითითებისას უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც. ნორმატიულ აქტში იმავე ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითებისას უნდა დასახელდეს მხოლოდ მუხლი, პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც. 10. ნორმატიულ აქტში კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება იმ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც კარი (წიგნი), თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა ან/და ძალადაკარგულად გამოცხადდა. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 16 11. ნორმატიულ აქტში კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის, ასევე ანბანური თანამიმდევრობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ნომერი ან ქვეპუნქტის აღმნიშვნელი ასო დამატებითი ციფრით (პრიმ კარი (წიგნი), თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი). 12. ნორმატიულ აქტში განისაზღვრება: ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემთხვევაში; ბ) ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 16 ნორმატიული აქტის სტრუქტურა. 1. ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე გარდამავალ დებულებებს. 2. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად; თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი. 3. ნორმატიულ აქტში ზოგადი ნორმები უნდა უსწრებდეს სპეციალურ ნორმებს. 4. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო. 5. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებები შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავს ამ ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროს და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)). |