Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო ენის შესახებ article 34 სახელმწიფო ენის გამოცდა. 1. სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 3. სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მოწმობას) გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. |