Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ article 14 კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სანდის“ („საქნაპირდაცვის“) შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 აგვისტოს №386 ბრძანებულება. 2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის სსც „საქნაპირდაცვის“ შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 9 იანვრის №1 ბრძანება. 3. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „საქნაპირდაცვა“, შევიდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის სტრუქტურაში და მის ბალანსზე არსებული ქონება გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს. 4. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „საქნაპირდაცვის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. |
საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ article 14 5. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრმა შეიმუშაოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების პროექტი „სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ და წარუდგინოს მინისტრს დასამტკიცებლად. |