Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 51 სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგი. 1. სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ ახორციელებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგს შერჩევის პროცესში წარდგენილი პირობების დაცვის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. 2. მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია აცნობოს სამედიცინო დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვოს გონივრულ ვადაში მისი გამოსწორება. 3. მონიტორინგის პროცესში სააგენტო ს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი ამის თაობაზე აცნობებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს. 4. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელებაში და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 5. სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო დირექტორის ბრძანებით. |