FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  11

ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაცია.
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კომისია ლიცენზიებს გასცემს შემდეგ საქმიანობაზე:
    ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში: ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა; ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება; ა.დ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება;
    ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში: ბ.ა) ბუნებრივი გაზის გადაცემა; ბ.ბ) ბუნებრივი გაზის განაწილება; ბ.გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება; ბ.დ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება; ბ.ე) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება;
    გ) წყალმომარაგება.
2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება კომისიის მიერ გაცემული მოქმედი ლიცენზიის გარეშე, რომელიც საწარმოს უფლებას ანიჭებს, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
3. ლიცენზირებას არ საჭიროებს:
    ა) პირის მიერ ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ საკუთარი (საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო) მოხმარებისთვის, როდესაც ელექტროენერგიის როგორც წარმოების, ისე მოხმარების ობიექტი მიერთებული არ არის ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  11

ბ) ელექტროენერგიის წარმოება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად;
    გ) ელექტროენერგიის წარმოება მცირე და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით;
    დ) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელსაც, ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი.
4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას, რომელიც ლიცენზიას არ საჭიროებს, ან რომელიც აპირებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე ამ კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად.