Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1291 საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება. 1. გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია დადოს წინასწარი შეთანხმება აღნიშნულ გადამხდელთან ამ თავის მიზნებისათვის. წინასწარი შეთანხმება იდება ოპერაციების დაწყებამდე, გარკვეული ვადით და მის ფარგლებში წინასწარ განისაზღვრება კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც ოპერაციებისთვის დადგინდება ფასები. ასეთი კრიტერიუმებია, მაგალითად, მეთოდი, შედარებადი ოპერაციები და მათი შესაბამისი კორექტირებები, მომავალ ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დაშვებები და ა. შ. 2. წინასწარი შეთანხმება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც დაიდო იგი. ამასთანავე, წინასწარ შეთანხმებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც დაიდო იგი. 3. თუ პირი მოქმედებს წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წინასწარი შეთანხმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა. 4. წინასწარი შეთანხმება არ გამოიყენება, თუ: ა) მასში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ შეთანხმებაზე, არ შეესაბამება არსებულ ფაქტებსა და გარემოებებს; ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც დაიდო წინასწარი შეთანხმება. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1291 5. საქართველოს კანონმდებლობის ნორმამ, რომელიც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას და რომელსაც მიეცა უკუქცევითი ძალა, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ნორმის ამოქმედებამდე დადებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე. 6. პირის მიერ წინასწარი შეთანხმების დადების მიზნით წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. 7. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადებული ფასი საბაზრო პრინციპის შესაბამისია, მას არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან დაარღვია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პირობა. |