Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 8 რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენცია. 1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება; ბ)რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს არასაკმარისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მედიკამენტების, ხელსაწყოებისა და სხვა მატერიალური რესურსების არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოთხოვნა და განხილვა. 2. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 8 გ) ამ სფეროებში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების ზედამხედველობა; დ) ამ სფეროებში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია; ე) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ვ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. |