FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  0

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების, გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების ან/და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტისა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას (შემდგომ – გადაადგილება) სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  0

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე (მათ შორის, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;
    ბ) საქონლის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის მესაკუთრე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კონტრაფაქციულია, ან რომელსაც აქვს ასეთი საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომელიც ასეთი საქონლის ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს;
    გ) კონტრაფაქციული პროდუქცია: გ.ა) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები;
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  0

გ.ბ) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, კოლექტიურ ნიშანზე ან/და სასერტიფიკაციო ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას;
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  0

გ.გ) შეფუთვა, ეტიკეტი, სტიკერი, ბროშურა, გამოყენების ინსტრუქცია, საგარანტიო დოკუმენტი ან მსგავსი სახის საქონელი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი საქონელი ცალკეა წარმოდგენილი), რომელიც სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით არის წარმოებული და მოიცავს ნიშანს, სახელს ან ტერმინს, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია, ან რომლის გარჩევა (მისი არსებითი ასპექტებიდან გამომდინარე) კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისაგან ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისაგან ან გეოგრაფიული აღნიშვნისაგან შეუძლებელია და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი და იმავე ტიპის ისეთი საქონლისათვის, რომლისთვისაც განხორციელდა სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  0

გ.დ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი და რომელიც, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დიზაინის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; გ.ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; გ.ვ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მფლობელის ნებართვის გარეშე ინტეგრალური მიკროსქემის (იმს) ელემენტების ან ინტეგრალური მიკროსქემის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგების იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები;
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  0

გ.ზ) სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული სელექციონერის უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები; გ.თ) პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლება;
    დ) განადგურება – საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება;
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

article  0

ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული;
    ვ) რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება – სამსახურის უფლებამოსილება, დაიცვას უფლების მფლობელის უფლება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში;
    ზ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
    თ) რეესტრი – სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი, რომელშიც, უფლების მფლობელის უფლებების დაცვის მიზნით, უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფუძველზე სამსახურს შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, თუ შესრულებულია ამ კანონით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის პირობები.