Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 25 მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა. 1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არაუგვიანეს 25 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის: ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით; ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას; ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 25 ა.ე) ინფორმაციას ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ; ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს; გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კანონით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციები. 3. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია, მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 25 4. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ, საბიუჯეტო განაცხადთან ერთად, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ. 5. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ასახვას რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. |