FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მეწარმეთა შესახებ

article  189

შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ.
1. საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე საერთო კრების ჩატარების თარიღამდე სულ მცირე 21 დღით ადრე.
2. საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება აგრეთვე სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში).
3. ყოველი მომდევნო საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ ვადაზე ადრე, თუ საერთო კრება მოიწვევა პირველი საერთო კრების მოწვევისთვის მოთხოვნილი კვორუმის არარსებობის გამო, პირველი საერთო კრება მოწვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის დღის წესრიგში დამატებული არ არის საკითხი. ამ შემთხვევაში ბოლო საერთო კრებისა და მომდევნო საერთო კრების თარიღებს შორის სულ მცირე 10-დღიანი შუალედი უნდა იყოს.
4. საერთო კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს.
5. საერთო კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:
    ა) სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;
    ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილს, თარიღსა  და დროს;
მეწარმეთა შესახებ

article  189

გ) აღნიშვნას, მორიგი საერთო კრება ტარდება თუ რიგგარეშე;
    დ) საერთო კრების სააღრიცხვო დღეს და მითითებას, რომ საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან;
    ე) საერთო კრების დღის წესრიგს.
6. იმ სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე,  რომელიც არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, საერთო კრების ჩატარებამდე არანაკლებ 21-დღიან უწყვეტ პერიოდში, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისად შემცირებულ ვადაში, აგრეთვე საერთო კრების ჩატარების დღეს აქციონერებისთვის, ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა მონაცემების გარდა, დამატებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
    ა) ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ;
    ბ) ინფორმაცია საერთო კრების მოწვევის თარიღისთვის აქციათა საერთო რაოდენობისა და ხმების შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია თითოეული კლასის აქციათა საერთო რაოდენობის თაობაზე, თუ სააქციო საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ორი ან ორზე მეტი კლასის აქციებად);
    გ) საერთო კრებისთვის წარსადგენი დოკუმენტები;
მეწარმეთა შესახებ

article  189

დ) მისაღები გადაწყვეტილების პროექტი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს კომენტარი საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე, აგრეთვე ამ კანონის 191-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აქციონერების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების პროექტები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ უნდა განათავსოს თავის ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილებების  მიღებიდან გონივრულ ვადაში;
    ე) საჭიროების შემთხვევაში, ხმის წარმომადგენლის მეშვეობით და წერილობით მიცემის ფორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფორმები თითოეულ აქციონერს პირადად ეგზავნება;
    ვ) იმ პროცედურის ზუსტი აღწერა, რომელიც უნდა გაიაროს აქციონერმა საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემისთვის, მათ შორის: ვ.ა) ამ კანონის 191-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ ამ უფლებებით სარგებლობა შესაძლებელია საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ამავე კანონის 202-ე მუხლის მოთხოვნებისა და აღნიშნული უფლებებისთვის დადგენილი ვადების გათვალისწინებით; ვ.ბ) წარმომადგენლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა, კერძოდ, ხმის მიცემის ფორმა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინების სააქციო საზოგადოების მიერ ელექტრონული ფორმით მიღების შესაძლებლობა;
მეწარმეთა შესახებ

article  189

ვ.გ) ამ კანონის 194-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციონერის მიერ ხმის წერილობით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიცემის პროცედურა;
    ზ) საერთო კრების მასალების სრულად გაცნობის ადგილი და პირობები.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხმის მიცემის ფორმები სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ტექნიკური მიზეზების გამო ხელმისაწვდომი არ არის, სააქციო საზოგადოებამ უნდა მიუთითოს მათი მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომობის შესახებ. აქციონერის მოთხოვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებამ ეს ფორმები მას ფოსტით უფასოდ უნდა გაუგზავნოს.