Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 6 რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი. 1. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. რაჭის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების განთავსება) და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება. 3. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. |
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 6 4. რაჭის ეროვნულ პარკში დასაშვებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |