Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეფერენდუმის შესახებ article 27 რეფერენდუმის შედეგების შეჯამება. . 3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; ბ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა; გ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; დ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ე) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; ვ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი. 31. ოქმს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. 4. ცენტრალური საარჩევნო კომისია რეფერენდუმის შედეგებს აქვეყნებს საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით (პრესა, ტელევიზია, რადიო) ოქმის შედგენიდან სამი დღის ვადაში. 5. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მის დადებითად გადაწყვეტას ხმა მისცა კენჭისყრის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. 7. თუ აღმოჩნდა, რომ რეფერენდუმის საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ იმ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, რომლებშიც საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში შესაბამის კომისიებს დაავალოს განმეორებითი კენჭისყრის მოწყობა. |