FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  86

დამატებითი საბაჟო დეკლარაცია.
1. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ან ამავე კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის შემთხვევაში დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარუდგინოს დამატებითი საბაჟო დეკლარაცია, რომელიც შეიცავს შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს.
2. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ამ დეკლარაციის თანმხლები ყველა დოკუმენტი უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
3. დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება:
    ა) თუ საქონელი საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა;
    ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში. 4. საბაჟო ორგანომ შეიძლება არ მოითხოვოს დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  86

ა) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ოდენობა და ღირებულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ ზღვრებზე ნაკლებია;
    ბ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია უკვე შეიცავს შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად საჭირო ყველა ინფორმაციას;
    გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით არ არის წარდგენილი.
5. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან ამავე კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენილი საბაჟო დეკლარაცია და დამატებითი საბაჟო დეკლარაცია მიიჩნევა ერთიან, განუყოფელ დოკუმენტად, რომელსაც იურიდიული ძალა ენიჭება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამ კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის თარიღიდან, ხოლო დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის შემთხვევაში − ამ მონაცემების ასახვის დასრულების დღიდან.