Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 120 1. ტვირთის გემზე მიღების შემდეგ გადამზიდავი ვალდებულია ტვირთის გამგზავნის მოთხოვნით გადასცეს მას კონოსამენტი (ან საზღვაო ზედნადები), რომელიც ადასტურებს, რომ გადამზიდავმა მიიღო კონოსამენტში მითითებული ტვირთი. 2. ტვირთის გადამზიდავს შეუძლია კონოსამენტის ან საზღვაო ზედნადების ნაცვლად გასცეს სხვა საბუთი, რომელიც ადასტურებს გადასაზიდად ტვირთის მიღებას. ასეთი საბუთი წარმოადგენს გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებისა (როგორც ეს საბუთშია აღწერილი) და საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების უპირველეს დოკუმენტს. 3. კონოსამენტის შედგენა ხდება ტვირთის გამგზავნის მიერ ხელმოწერილი საბუთის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კოდექსის 121-ე მუხლის „ა“ - „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს. 4. ტვირთის გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდავის წინაშე საბუთში არასწორი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების შეტანით გამოწვეულ შედეგებზე. |