FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  17

მშვილებელი.
1. მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ პირისა:
    ა) რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
    ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;
    გ) რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს;
    დ) რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირისა;
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  17

ე) რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისა, როდესაც პირი არ შეიძლება იყოს მშვილებელი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა;
    ვ) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 112-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 1-2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.
2. ბავშვი შვილად შეიძლება აიყვანოს (აიყვანონ):
    ა) დაქორწინებულმა პირებმა;
    ბ) ერთ-ერთმა მეუღლემ ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
    გ) დაუქორწინებელმა პირმა.
3. დაქორწინებულმა პირებმა ბავშვი შვილად ერთობლივად უნდა აიყვანონ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. არ შეიძლება ერთი ბავშვი შვილად აიყვანოს ორმა პირმა, გარდა მეუღლეებისა.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  17

5. პირი, რომელსაც შვილად თავისი მეუღლის შვილი აჰყავს, ვალდებულია მშვილებლად რეგისტრირების შესახებ განაცხადს დაურთოს შვილად ასაყვანი ბავშვის დაბადების მოწმობა, ბავშვის წერილობითი თანხმობა (თუ იგი 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა), ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) თანხმობა ამ პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანაზე ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობას:
    ა) მეორე მშობლის გარდაცვალებას;
    ბ) მეორე მშობლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებას;
    გ) მეორე მშობლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას.
6. შვილად აყვანის მსურველ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეესტრის წარმოების და ამ პირთა საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების წესი და პირობები განისაზღვრება შვილად აყვანის პროცედურებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.