Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 58 მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვა. 1. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ ეს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის ხანგრძლივობა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით უნდა განისაზღვროს. 2. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ განჩინების გამოტანისთანავე მოსამართლე განუმარტავს მხარეებს იმავე სასამართლო სხდომაზე მისი გასაჩივრების უფლებას, რომელიც იწვევს მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესის შეჩერებას. 3. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზში დაბრუნების შემდეგ სასამართლო შესაბამისი ფორმითა და მოცულობით განუმარტავს არასრულწლოვანს მისი არყოფნისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსს. 4. მოსამართლის მიერ არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ განჩინების გამოტანის მიუხედავად, არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი და კანონიერი წარმომადგენელი სასამართლო სხდომას ყოველთვის ესწრებიან. |