Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 30 საობიექტო რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა. 1. ლიცენზიის მფლობელი რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით ვალდებულია: ა) განსაზღვროს პირველი რეაგირების ორგანიზაციებისგან დახმარების მიღების პროცედურები, მათთან კომუნიკაციისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოს ჩათვლით; ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, რომელიც რადიოლოგიური რისკის გამო ქმნის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების წინაპირობას; გ) აღწეროს პოტენციური რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის და მისი შედეგების შეფასების მეთოდოლოგია, მისი ლიკვიდაციისათვის საჭირო აღჭურვილობის გათვალისწინებით; დ) განსაზღვროს საგანგებო მზადყოფნის მიზნით მომსახურე პერსონალის სწავლებისა და პრაქტიკული ტრენინგის ჩატარების მოთხოვნები; ე) უზრუნველყოს ავარიულ ზონებად დაყოფის მოთხოვნების შესრულება; ვ) განსაზღვროს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის წინასწარი შეტყობინების წესი, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს რადიაციული ავარიით გამოწვეული ზემოქმედება. 2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის პერიოდული მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში განახლება. |