FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

კანონის ამოქმედება. . . . . . . .
1. I სიას მიეკუთვნება აგრეთვე:
    ა) მასში შეტანილ ნივთიერებათა იზომერები, თუ ასეთი იზომერების არსებობა შესაძლებელია მოცემული კონკრეტული ქიმიური აღნიშვნის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რომელიმე ნივთიერების იზომერი სპეციალურად არის ამოღებული ამ სიიდან;
    ბ) მასში შეტანილ ნივთიერებათა მარტივი და რთული ეთერები, თუ ასეთი ეთერების არსებობა შესაძლებელია;
    გ) მასში შეტანილ ნივთიერებათა იზომერებისა და მარტივი და რთული ეთერების  მარილები, თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია;
    დ) მასში შეტანილ ნივთიერებათა წამლის ფორმები, თუ ამგვარი წამლის ფორმების არსებობა შესაძლებელია;
    ე) მასში შეტანილ ნივთიერებათა ეტალონური სტანდარტული ნიმუშები;
    ვ) ნარევი.
2. I სიას არ მიეკუთვნება ლევომეტორფანის და ლევორფანოლის იზომერები, შესაბამისად, დექსტრომეტორფანი [(+)-3-methyl-N-methylmorphinan] და დექსტრორფანი [(+)-3-hydroxy-N-methylmorphinan], რომლებიც სპეციალურად არის ამოღებული ამ სიიდან.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

კანონის ამოქმედება. . . . . . . . . .
    ა) მასში შეტანილ ნივთიერებ ათა იზომერები, თუ ასეთი იზომერების არსებობა შესაძლებელია მოცემული კონკრეტული ქიმიური აღნიშვნის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რომელიმე ნივთიერების იზომერი სპეციალურად არის ამოღებული ამ სიიდან;
    ბ) მასში შეტანილ ნივთიერებ ათა მარტივი და რთული ეთერები, თუ ასეთი ეთერების არსებობა შესაძლებელია;
    გ)   მასში შეტანილ ნივთიერებათა იზომერების ა და მარტივი და რთული ეთერების  მარილები, თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია;
    დ) მასში შეტანილ ნივთიერებათა და მათი მარილების წამლის ფორმები (საქართველოში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული) ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, თუ ამგვარი წამლის ფორმების არსებობა შესაძლებელია;
    ე) შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების პრეპარატები: ე.ა) აცეტილდიჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, კოდეინის, ნიკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინისა და ეთილმორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი; ე.ბ) პროპირამის შემცველი ის კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც დოზის ერთეულზე შეიცავს 100 მგ და 100 მგ-ზე მეტ პროპირამს, რომელიც შეერთებულია არანაკლებ ამავე რაოდენობის მეთილცელულოზასთან;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

ე.გ) პერორალურად მისაღები, დექსტროპროპოქსიფენის შემცველი ის კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც დოზის ერთეულზე შეიცავს 135 მგ და 135 მგ-ზე მეტ დექსტროპროპოქსიფენს, ან როცა განუყოფელ პრეპარატებში მისი კონცენტრაცია 2,5 პროცენტი და 2,5 პროცენტზე მეტია, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს პრეპარატი არ უნდა შეიცავდეს „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე ნივთიერებას; ე.დ) კოკაინის შემცველი ის კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს 0,1 პროცენტზე მეტ კოკაინს კოკაინ-ფუძეზე გადაანგარიშებით; ე.ე) ოპიუმის ან მორფინის შემცველი ის კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს 0,2 პროცენტზე მეტ მორფინს უწყლო მორფინ-ფუძეზე გადაანგარიშებით; ე.ვ) დიფენოქსინის შემცველი ის კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს     0,5 მგ და 0,5 მგ-ზე მეტ დიფენოქსინს და ატროპინის სულფატის იმ რაოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია დიფენოქსინის დოზის 5 პროცენტისა; ე.ზ) დიფენოქსილატის შემცველი ის კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს 2,5 მგ და 2,5 მგ-ზე მეტ დიფენოქსილატს (დიფენოქსილატ-ფუძეზე გადაანგარიშებით) და ატროპინის სულფატის იმ რაოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია დიფენოქსილატის დოზის 1 პროცენტისა;
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

ე.თ) Pulvis ipecacuanhae et opii compositus : ე.თ.ა) 10 პროცენტი ოპიუმის ფხვნილი; ე.თ.ბ) 10 პროცენტი იპეკაკუანას ფესვი, რომელიც კარგად არის შერეული 80 პროცენტ ნებისმიერ სხვა ინგრედიენტთან  ფხვნილის  სახით,  რომელიც  არ  შეიცავს  რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას; ე.ი) მასში შეტანილ ნივთიერებათა  ეტალონური სტანდარტული ნიმუშები; ე.კ) ბუპრენორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი. საქართველოს  2017 წლის  16 ივნისის კანონი №1044 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

ა) მასში შეტანილ ნივთიერებათა მარილები, თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია;
    ბ) მასში შეტანილ ნივთიერებათა და მათი მარილების წამლის ფორმები (საქართველოში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული) ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, თუ ამგვარი წამლის ფორმების არსებობა შესაძლებელია;
    გ) მასში შეტანილ ნივთიერებათა  ეტალონური სტანდარტული ნიმუშები.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

ა) მასში შეტანილ ნივთიერებათა და მათი მარილების წამლის ფორმები (საქართველოში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული) ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, თუ ამგვარი წამლის ფორმების არსებობა შესაძლებელია; ბ)  მასში შეტანილ ნივთიერებათა ეტალონური სტანდარტული ნიმუშები;
    გ) ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებები.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

ა) მასში შეტანილ ნივთიერებათა მარილები (გარდა გოგირდმჟავასა და მარილმჟავას მარილებისა), თუ ამგვარი მარილების  არსებობა შესაძლებელია;
    ბ) მასში შეტანილ ნივთიერებათა ეტალონური სტანდარტული ნიმუშები. დანართი №2
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

1. ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
    ა) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად;
    ბ) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად;
    გ) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად;
    დ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
2. თუ მე-3 ვერტიკალურ გრაფაში არ არის განსაზღვრული ოდენობა, მაშინ:
    ა) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად;
    ბ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
3. ფსიქოტროპული ნივთიერების – რელადორმის − ოდენობა განსაზღვრული არ არის, ვინაიდან იგი კომბინირებული პრეპარატია.
4. ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობები მოცემულია და განისაზღვრება მათი შემავსებლების (ფქვილი, შაქარი, სახამებელი, სამკურნალო საშუალება და სხვა) გარეშე.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  40

5. ამ ნუსხით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერებების – თიანეპტინის, პრეგაბალინისა და კეტამინის − წამლის ფორმებისა.
51. ფსიქოტროპული ნივთიერების − ეტიზოლამის, ფლუალპრაზოლამის ოდენობის განსაზღვრამდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603 მუხლის მიზნებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს ფსიქოტროპული ნივთიერებების – გაბაპენტინის, ბაკლოფენისა და ტრიჰექსიფენიდილის (ციკლოდოლის) − როგორც სუფთა ნივთიერებების (სუბსტანციების), ისე წამლის ფორმების უკანონო რეალიზაცია. 8. თუ ამ დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის პროდუქტს აქვს დანამატი, მინარევი ან/და ექსტრაჰირების ნიშნები, მისი ოდენობა განისაზღვრება იმავე ჩამონათვალის 164-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების − ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მიხედვით. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №928– ვებგვერდი, 03.07.2025წ.