Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 2610 ბ) სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული მიზნით, ზოოპარკისთვის, ბოტანიკური ბაღისთვის, ცირკისთვის, მოძრავი გამოფენისთვის, სამეცნიერო მიზნით, სანადირო ტროფეის სახით, კერძო საკუთრებისთვის, სამედიცინო მიზნით, საგანმანათლებლო მიზნით, ბუნებაში რეინტროდუქციისთვის/ინტროდუქციისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის/ტყვეობაში გამრავლებისთვის); გ) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს; დ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს. 5. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ექსპორტის შესახებ განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის დასახელებას და ყოველწლიურად მოსაპოვებელ რაოდენობას; ბ) მიწის ნაკვეთზე არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის სავარაუდო რაოდენობას; გ) მიწის ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს; დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ პირველად ხელოვნურად როდის იქნა მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე ამ მიწის ნაკვეთზე; |
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 2610 ე) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა იყო პირველად ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის წარმოშობის წყარო; ვ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ უკანასკნელად როდის დაირგო კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუში ამ მიწის ნაკვეთზე და რა იყო მისი წარმოშობის წყარო. 6. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სახეობის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში: ა.ა) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის შესახებ განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ბ.ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსის ოდენობის შესახებ; |
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 2610 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ შეეხება იმ მცენარის ნიმუშს, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული და რომლის საწყისი თაობა საქართველოში კონვენციის ძალაში შესვლამდე ან კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად იქნა შემოტანილი. 8. მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. |
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 2610 ნებართვის გაცემის წესი. 1. ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით, ამ თავით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. 2. საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო ადგენს კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული კვოტის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვენციის მხარეთა კონფერენციის ან კომიტეტების მიერ აღიარებული მეთოდიკა (არსებობის შემთხვევაში). 3. ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენა, მისი წარმოებაში მიღება და განხილვა ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის, რეექსპორტისთვის ან ზღვიდან ინტროდუქციისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას; |
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 2610 გ) სახეობის ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში − წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, ხოლო სახეობის ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – აგრეთვე ამ ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში: დ.ა) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა; დ.ბ) კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის რეექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატი ან წარმოშობის სერტიფიკატი; ე) სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში − სახეობის ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. |