Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 28 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი. 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერით და ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე. 2. კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლება აქვს მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 20 000 ამომრჩეველს. 3. კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. უმაღლეს საბჭოში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან სამი კვირის შემდეგ. 4. კონსტიტუციური კანონი დამტკიცების მიზნით საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. |