Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 37 1. მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება: ა) მცენარის ახალი ჯიშის პირადი მოხმარებისთვის და არაკომერციული მიზნით გამოყენებაზე; ბ) ექსპერიმენტული მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე; გ) სხვა ჯიშების შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ ქმედებებზე, რომლებიც განსაზღვრულია იმავე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება აქვს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში მოწმობით დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი. |