FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  58

სახელმწიფო კომისია.
1. პარლამენტი უფლებამოსილია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცალკეული ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის უზრუნველყოფისმიზნით, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლებისა და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების შემადგენლობით შექმნას სათათბირო ორგანო – სახელმწიფო კომისია.
2. პირი სახელმწიფო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
3. სახელმწიფო კომისია იქმნება პარლამენტის დადგენილებით. იმავე დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და მტკიცდება სახელმწიფო კომისიის დებულება, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილება, საქმიანობის ვადა და წესი.
4. სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებისგან მიიღოს თავისი მუშაობისთვის საჭირო ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები.
5. სახელმწიფო კომისიას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი. სახელმწიფო კომისიის ხარჯები იფარება პარლამენტის ბიუჯეტიდან.