Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 6 ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა; თ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ი) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების გაწევა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქციის შესასრულებლად მარეგულირებელი ორგანოს სისტემაში იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 6 5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი: ა) ანგარიშვალდებულია, მათ შორის, მინისტრის წინაშე; ბ) 6 თვეში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. 6. მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა; დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონების პროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია; ე) (ამოღებულია - 17.03.2022, №1451); ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კონტროლი; ზ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 6 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება. 1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (მარეგულირებელი ორგანო). 2. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებების განხორციელება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია ამ კანონის IV თავის შესაბამისად; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით; დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ფუნქციონირების კონტროლი; ვ) ბირთვული და რადიაციული ავარიებისა და ინციდენტებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |