Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 52 სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება და ანგარიშგება. 1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას ჩამოერთმევა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემის უფლებამოსილება: ა) თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებულია ან გაუქმებულია; ბ) თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ან დროშის სახელმწიფო კონტროლის ან/და მენეჯერთა ანგარიშები ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა არაზუსტია ან/და მასში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია; გ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში. 2. სააგენტო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან თანამშრომლობით, არა უმეტეს 5-წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგენს ანგარიშს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და მათი შეფასების პროცესის კონვენციის I/8 რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე. |