FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 13

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა; ბ) სამორინის მოწყობა;
    გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება; დ) ტოტალიზატორის მოწყობა;
    ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება; ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა;
    ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება; თ) ლოტოს მოწყობა; ი) ბინგოს მოწყობა; კ) აზარტული კლუბის მოწყობა; ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე.
3. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამაშობა შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება. ამ შემთხვევაში 2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება. ამ შემთხვევაში 2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

6. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება. ამ შემთხვევაში 2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.
7. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინის დარბაზისგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

8. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზება/თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში.
9. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისთვის განკუთვნილ ობიექტში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისთვის კომპიუტერის ან/და სხვა, მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება.
10. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

11. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

12. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.
13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
14. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

15. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
16. საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ან/და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, შემოიღოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობის განსხვავებული წესი.
17. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტის/შეჩერების ან/და ამ ნებართვის გაუქმების შემთხვევაში მოთამაშის ანგარიშზე განთავსებული თანხის განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
18. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა:
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

ა) სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა − 5 წლის ვადით, ხოლო სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აღნიშნული ნებართვა;
    ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა − 1 წლის ვადით;
    გ) ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − 5 წლის ვადით.
19. სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, აზარტული თამაშობები და მომგებიანი თამაშობები ერთმანეთისგან გამიჯნულად უნდა განხორციელდეს.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  11

20. დაუშვებელია სამორინის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართისთვის სანებართვო მოსაკრებლის სხვა განაკვეთია დადგენილი. აღნიშნულ შემთხვევაში სამორინის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ნებართვა უნდა გაიცეს.
21. შესაძლებელია ლოტოს და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით.
22. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში ინტერნეტმისამართის შეცვლა და ობიექტის ადგილმდებარეობის (მართვის ადგილის) შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით.