FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2615

რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი.
1. ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე განხორციელებული ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისის სახით, შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა გაიცეს რეტროსპექტულად, კონვენციის შესაბამისად.
2. ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2615

რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი. .
3. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა აკრძალულია კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა, გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის.
4. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის შემთხვევაში ნებართვაში მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ ეს ნებართვა გაცემულია რეტროსპექტულად, და უნდა განიმარტოს შესაბამისი მიზეზი.
5. აკრძალულია ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა იმ პირზე, რომელზედაც ერთხელ უკვე გაიცა ნებართვა რეტროსპექტულად.
6. სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი და ასეთი დოკუმენტით კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოში იმპორტის განხორციელების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
7. თუ პირად საკუთრებაში არსებული სახეობის ნიმუშის იმპორტი განხორციელდა ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად − რეტროსპექტულად გაცემული ნებართვით ან სერტიფიკატით, აკრძალულია ამ ნიმუშის გაყიდვა იმპორტის განხორციელებიდან 6 თვის განმავლობაში. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის   კანონი №935  –  ვებგვერდი, 07.07.2025წ.