Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მედიაციის შესახებ article 132 საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება. 1. ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც: ა) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც წარმოიშვა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთ-ერთი მხარის (მომხმარებლის) მიერ პირადი, საოჯახო ან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის დადებული გარიგებიდან; ბ) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც გამომდინარეობს საოჯახო, მემკვიდრეობის ან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან; გ) დაამტკიცა სასამართლომ ან დადებულია სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების დროს და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს სახელმწიფოში; დ) გაფორმებულია და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 2. ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეები შეთანხმდნენ. |
მედიაციის შესახებ article 132 3. ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები არ გამოიყენება იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის სახელმწიფო ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ან ამ სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი. |