FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  12

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია.
1. სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც სარეგისტრაციო გამოცდის პროცესში დადებითად შეფასდა. „ FAO“ -ს საერთაშორისო ჰარმონიზაციის პრინციპების შესაბამისად დგინდება საერთო სტანდარტი „ რისკი/სარგებელი“ , რომლის თანახმად პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სარგებელი და მისი გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.
2. სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენს სარეგისტრაციო ორგანო . პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა , როგორც წესი , განისაზღვრება 10 წლით , ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის – 5 წლით . სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდების განმეორებითი რეგისტრაცია .
3. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა – 3 წელი , თუ წარმოდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი , წარმოიშვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა , მოსალოდნელია პესტიციდების მიმოქცევიდან ამოღება , წარმოების შეწყვეტა .
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  12

4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ ახალი მონაცემები, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. შეზღუდვის შესახებ ცნობებს სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის დამატებებში. გატარებული საკონტროლო ღონისძიებების შესახებ შეტყობინებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს.
5. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს:
    ა) შემმუშავებელმა;
    ბ) დამამზადებელმა;
    გ) ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეალიზაციას.
6. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრანტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის წარადგინონ:
    ა) ცნობები განმცხადებლის შესახებ;
    ბ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელება;
    გ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობის შესახებ;
    დ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების სფეროსა და მისი ეფექტურობის შესახებ;
    ე) მონაცემები პესტიციდით ან აგროქიმიკატით ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და ბუნებრივი ბალანსისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ;
    ვ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის ლიკვიდაციის ან ნეიტრალიზაციის ხერხების შესახებ;
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  12

ზ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების ინსტრუქცია;
    თ) მონაცემები მარკირებისა და შეფუთვის სახის შესახებ;
    ი) მონაცემები ანალიზის იმ მეთოდების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საიმედოდ განისაზღვროს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობა და ნარჩენი რაოდენობა;
    კ ) ინფორმაცია მოწამვლის შემთხვევაში პირველადი საექიმო დახმარების შესახებ .
7. თუ გამოცდა აჩვენებს, რომ პესტიციდი და აგროქიმიკატი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნებს და გამოირჩევა ეფექტურობით, არ ეწინააღმდეგება ადამიანის, მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს, არ ახდენს ბუნების ბალანსზე მავნე ზეგავლენას, რომლის აღმოფხვრა არსებული მეცნიერული დონის გათვალისწინებით შეუძლებელია, ისინი გატარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში.
8. სარეგისტრაციო ორგანო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ .
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  12

9. პესტიციდი ან აგროქიმიკატი, რომლის მოხმარება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე (სოფლის, სატყეო და კომუნალურ მეურნეობებში, სამკურნალო მცენარეებზე და ეთერზეთოვან კულტურებზე), შეაქვთ სახელმწიფო კატალოგში, რომელიც მოიცავს მათი გამოყენების რეგლამენტებს (სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველების მიხედვით), ჰიგიენურ ნორმატივებს და გარემოსდაცვით ნორმებს.
10. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
11. რეგისტრაციას არ ექვემდებარება პესტიციდი და აგროქიმიკატი , რომლებიც შემოტანილია სამეცნიერო - კვლევითი მიზნებისათვის ან/და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროების შემთხვევაში .
12. სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ ინახება სარეგისტრაციო ორგანოში . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 წ ., მუხ . 460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ ., მუხ .55