Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 59 ცხოველთა სამყაროს აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა და კადასტრი. 1. ცხოველთა სამყაროს დაცვის , გარეულ ცხოველთა (მათ შორის , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა ) პოპულაციებში მიმდინარე რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ამ ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა , რის საფუძველზედაც დგება ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი . 2. ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი შეიცავს გარეულ ცხოველთა სახეობების (სახეობათა ჯგუფების ) გეოგრაფიული გავრცელების , მათი რაოდენობის , მდგომარეობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ამსახველ ცნობებს , მათი თანამედროვე სამეურნეო გამოყენებისა და გარეული ცხოველების არსებობისათვის საჭირო არეალების დახასიათებას , აგრეთვე , სხვა აუცილებელ მონაცემებს . ამ საქმიანობას კოორდინირებას უწევს სამინისტრო . 3. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის წარმოება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან . |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 59 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია , ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ერთიან სახელმწიფო ფონდს , სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით . |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 59 5. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის , იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესები , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესები მტკიცდება სამინისტროს მიერ დებულებით „ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის , იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ ”. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 59 6. გარეულ ცხოველთა იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხას , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , ადგენს სამინისტრო ბრძანებით „სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ ”. |