FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

თავდაცვის კოდექსი

article  153

ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება.
1. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, საკუთარი თავის ან/და სხვისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ მოსამსახურე არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს  შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე.
3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს.