Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 121 კონოსამენტში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ტვირთის საერთო მახასიათებლები, ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ძირითადი მარკები, ტვირთის სახიფათო ან განსაკუთრებული თვისებების პირდაპირი მითითება, ადგილებისა ან საგნების და ტვირთის წონა ან რაოდენობა. ამასთან, ყველა მონაცემი მითითებული უნდა იყოს ტვირთის გამგზავნის მიერ წარმოდგენილი სახით; ბ) ტვირთის გარეგნული სახე; გ) ტვირთის გადამზიდავის დასახელება და მისი ძირითადი საწარმოს მისამართი; დ) ტვირთის გამგზავნის დასახელება; ე) ტვირთის მიმღების დასახელება (სახელობითი კონოსამენტი), ტვირთის გაცემა დასახელებული პირის ბრძანებით (საორდერო კონოსამენტი) ან ტვირთის გაცემა კონოსამენტის წარდგენაზე (კონოსამენტი წარმდგენზე). ვ) დატვირთვის ნავსადგური ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად და გადამზიდავის მიერ ტვირთის გემზე მიღების თარიღი; ზ) გადმოტვირთვის ნავსადგური ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად; თ) კონოსამენტის დედნების რაოდენობა, თუ ის ერთზე მეტია; |
საზღვაო კოდექსი article 121 ი) მითითება იმის შესახებ, გადაზიდვა რეგულირდება „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენციით“ („ჰააგა-ვიზბის წესები“), თუ „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენციით („ჰა მბურგის წესები“). კ) გარკვეულ შემთხვევაში მითითება იმის შესახებ, რომ ტვირთი უნდა განლაგდეს ან შეიძლება განლაგდეს გემბანზე; ლ) ფრახტის ის ოდენობა, რომელიც უნდა გადაიხადოს ტვირთის მიმღებმა ან მის მიერ ფრახტის გადახდასთან დაკავშირებული სხვა მითითება; მ) კონოსამენტის გაცემის ადგილი და თარიღი; ნ) ტვირთის გადამზიდავის ან მისი სახელით მოქმედი პირის ხელმოწერა. |