Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 370 1. ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანის და ბირთვული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისათვის განსაზღვრულია სასარჩელე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო თუ აღნიშნული მოთხოვნები წამოიჭრა საქართველოს იურიდიულ პირებს შორის - სასარჩელე ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა. 2. ეს ვადა აითვლება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო მისთვის მიყენებული ზიანის ან დანაკლისის შესახებ, მაგრამ არა უგვიანეს 6 წლისა შემთხვევის დღიდან, როცა მოხდა დაბინძურება და 15 წლისა – შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის დღიდან. 3. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, ზიანის გამომწვევი ინციდენტიდან 6 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული. თუ ინციდენტი რამდენიმე შემთხვევისგან შედგება, 6-წლიანი პერიოდი აითვლება პირველი შემთხვევის დადგომის დღიდან. |