FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  30

1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპეციალური დაწესებულებებისა და სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  30

2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:
    ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
    ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
    გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  30

4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსგან, სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისგან, სპეციალური დაწესებულებისგან, სახელმწიფო რწმუნებულისგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირისგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სპეციალური დაწესებულება, სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.