Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 21 ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს არსებული და მშენებარე შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის დანერგვა ან/და უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, თავისი მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა დაწესებულების სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თავის სისტემაში არსებული ყველა შესაბამისი სერვისის სრული ხელმისაწვდომობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების (მათ შორის, აუდიოწიგნი, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) შეთავაზების ჩათვლით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადაპტირებისა და უნივერსალური დიზაინის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადების მითითებით, უზრუნველყოს მისი შესრულების ზედამხედველობა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას; |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 21 ე) უზრუნველყოს შესაბამისი კადრების მუდმივი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელი შეუწყოს მათ იმპლემენტაციას; ზ) განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. |