FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

article  57

საქმიანობის შემოწმება.
1. ამ კანონით განსაზღვრული სანებართვო საქმიანობის ნებართვის გარეშე განხორციელება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დაცვას ამ კანონის 5-1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების შემთხვევაში აკონტროლებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, ხოლო იმავე პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და სააგენტო, თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საბაჟო კონტროლის ზონებში ამ კანონის 5-1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის შემთხვევაში სანებართვო მოწმობისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.