Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 64 61. თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ბ) იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 6-1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში არ მიიღებს უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 7. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის/საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 64 8. დაკავებულ უცხოელს საშუალება უნდა მიეცეს, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში იმყოფება, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. 9. უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 64 -3. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პირობები. 1. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირს შეიძლება ჩაუტარდეთ დათვალიერება აკრძალული ნივთების გამოსავლენად. ასევე შეიძლება გაისინჯოს მათი პირადი ნივთები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიება. 2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის/ქცევის წესები; ბ) არ შეუქმნას საფრთხე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ სხვა უცხოელს ან სხვა პირს, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის უსაფრთხოებას; გ) განზრახ არ დააზიანოს საკუთარი და სხვა პირის ჯანმრთელობა ან დროებითი განთავსების ცენტრის საკუთრება. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 64 საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები. 1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 2. უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს: ა) თუ ვერ ხერხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; ბ) თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე; გ) თუ უცხოელმა არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ე) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) უცხოელის სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 64 3. დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უცხოელი წარედგინება სასამართლოს დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. 4. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვემდე ვადით. ამ მუხლის მე-2 და 6-1 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა შეიძლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელდეს დამატებით 6 თვემდე ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 6. უმეთვალყურეოდ მყოფი არასრულწლოვნის ან ოჯახის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადით, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 64 -2. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება. 1. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოდან გასაძევებელ უცხოელთან დაკავშირებით დროებითი განთავსების ცენტრს გადასცემს უცხოელის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს; ბ) მოწმდება უცხოელის პირადი ნივთები და ტარდება მისი პირადი დათვალიერება უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის შესაბამისად. უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ნივთი, რომელთა დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე შენახვაც ნებადართული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიება; გ) იგი გადის სამედიცინო შემოწმებას; დ) ხდება მისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 64 2. საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას იხსნება მისი პირადი საქმე, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია. |