Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 54 ვალდებულებანი გემზე კომუნიკაციისათვის. 1. კომპანიამ და საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყონ: ა) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, გემზე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვერბალური კომუნიკაციის განხორციელების საშუალების არსებობა გემის ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოებისათვის , განსაკუთრებით − გზავნილებისა და ინსტრუქციების დროულად მიღებისა და სწორად აღქმისათვის; ბ) ნავთობმზიდ, ქიმმზიდ და თხევად აირმზიდ ტანკერებზე კაპიტნებს, ოფიცრებსა და რიგითებს შორის ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა; გ) გემსა და ნაპირზე განლაგებულ უწყებებს შორის სათანადო კავშირის არსებობის შესაძლებლობა, SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 2. უსაფრთხოების საკითხებში ეკიპაჟის ეფექტიანი მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით , საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა მეზღვაურისთვის გასაგები იყოს ინგლისური ენა და , საჭიროების შემთხვევაში, მათ უფლება ჰქონდეთ, ბრძანებები და ინსტრუქციები გასცენ და ანგარიშები ჩააბარონ ინგლისურ ენაზე . |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 54 3. საქართველოს დროშით მცურავი გემის შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს , შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM -ის კოდექსის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორებამდე . |