FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  23

საერთაშორისო კომპანია.
1. საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს ახორციელებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს.
2. პირს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
3. საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან.
4. საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
7. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
8. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
9. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება.
10. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი.
11. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  23

12. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, ამ ხარჯის ოდენობით.
13. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.
14. საგადასახადო ორგანოსთვის დაქირავებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
15. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესს ადგენს, აგრეთვე საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.