FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  34

წარმომადგენლობა თავშესაფრის პროცედურაში.
1. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შეუძლია საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, ხოლო ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან ან შეწყვეტასთან, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარებით.
2. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, აგრეთვე სასამართლო დავის წარმოებისას ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, სასამართლო დავის წარმოებისას ადვოკატმა მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ანკეტირებაზე, გასაუბრებაზე ან სასამართლო სხდომაზე ადვოკატის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ანკეტირების ან გასაუბრების ჩატარებას ან სასამართლოში საქმის განხილვას არ აფერხებს.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  34

3. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ანკეტირებასა და გასაუბრებაზე დასწრების უფლება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს (არსებობის შემთხვევაში).
4. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას უფლებამოსილი თანამდებობის პირის შეკითხვებს უპასუხებს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი. ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ანკეტირების ან გასაუბრების დასრულებისას დასვას დამაზუსტებელი შეკითხვები. ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის სხვაგვარი ჩარევა დაუშვებელია. ანკეტირებაში ან გასაუბრებაში ჩარევის შემთხვევაში ადვოკატმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა დატოვოს ის, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. მასში მიეთითება ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ანკეტირების ან გასაუბრების დატოვების მიზეზი. ეს ოქმი დაერთვის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეს.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  34

5. თუ ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით ფერხდება თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობა, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოებისას, თავშესაფრის პროცედურა ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ხორციელდება.
6. თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ აყვანილი ადვოკატი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, სასამართლო სარჩელს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილავს. ამ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
7. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან ანკეტირებას ან გასაუბრებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი. კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას დასვას შეკითხვები ან გააკეთოს კომენტარები უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.